მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში TEM JOURNAL - Technology, Education, Management, Informatics (https://www.temjournal.com) გამოქვეყნდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის გივი ბედიანაშვილის და დოქტორანტ გიორგი კოხრეიძის ერთობრივი სტატია: Givi Bedianashvili & Giorgi Kokhreidze.(2024). Global Sustainable Competitiveness for Countries on the Way Toward EU Integration. TEM Journal, 13(2), 1684-1694. ჟურნალი წარმოდგენილია SCOPUS-ის და Web of Science-ის ბაზებში.
სტატია განიხილავს კონკურენტუნარიანობის საკითხს ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ სისტემებში კონფრონტაციული გლობალიზაციის გავლენის გათვალისწინებით. ამასთან, გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის კონცეფცია, მის შესაბამის მოდელთან ერთად, განიხილება აღნიშნული გამოწვევების ადეკვატურ პასუხად. კვლევა ეფუძნება ისეთ ემპირიულ მეთოდებს, როგორიცაა პანელური რეგრესია და სტრუქტურული განტოლების მოდელირება. კვლევის შედეგები საინტერესოა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მყოფი ქვეყნების მდგრადი კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობის მექანიზმების ფორმირების კონტექსტით.
თარიღი:
31/05/2024